Air France

31 მარტიდან საფრანგეთის მიმართულებით Georgian Airways-ის გარდა, Air France-იც იფრენს

31 მარტიდან საფრანგეთის მიმართულებით Georgian Airways-თან ერთად Air France-იც იფრენს. 

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა. 

სააგენტოს ცნობით, რეგულარული რეისები პარიზი-თბილისი-პარიზი 2019 წლის 23 ოქტომბრამდე, კვირაში ორჯერ შესრულდება - ჩამოფრენა კვირას და ოთხშაბათს იქნება, გაფრენა კი ორშაბათს და ხუთშაბათს. 

რეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

Air France-ს საჰაერო ხაზზე რეგულარული მიმოსვლის ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2019 წლის 25 თებერვალს მიანიჭა. 

წინასწარი ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და პარიზს შორის კვირაში 4 სიხშირით შესრულდება (Georgian Airways წინასწარი ინფორმაციით – 2 სიხშირე; Air France – 2 სიხშირე).

კომენტარები