ლივერპულის მწვრთნელისა და კაპიტნის კონფლიქტი

ინციდენტი "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელსა და კაპიტანს შორის (ვიდეო)

"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის ინგლისის პრემიერ ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, მერსისაიდელების ბანაკში არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა. ლივერპულის თავკაცმა იურგენ კლოპმა გუნდის კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი ჯერდან შაქირით შეცვალა, უკმაყოფილო ნახევარმცველმა კი, ხელი არც შვეიცარიელს ჩამოართვა და არც მთავარ მწვრთნელს.

კლოპმა სიტუაციის გარკვევა მოედანზევე გადაწყვიტა და ჰენდერსონს აუხსნა, რომ მისი საქციელი სწორი არ იყო. რაც შეეხება მატჩს, "მანჩესტერისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება უგოლოდ - 0:0 დასრულდა.

კომენტარები