ქურდობის მცდელობა

შსს: რუსთავი-გაჩიანის ხიდის საყრდენი სამაგრების ქურდობის მცდელობისთვის 2 პირი დავაკავეთ

REUTERS

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1997 წელს დაბადებული მ.ა. და 1994 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდის ლითონის საყრდენ სამაგრებს ლითონის მჭრელების საშუალებით ჭრიდნენ და იპარავდნენ. ერთ-ერთმა დაკავებულმა დ.ა.-მ დანაშაული პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნის პერიოდში ჩაიდინა",- აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები