დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის სამიტი ჰანოიში

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან სამიტისათვის ჰანოიში ჩავიდა

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიეტნამში ჩავიდა. ჰანოიში ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტი დღეს დაიწყება.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრამდე ტრამპი ვიეტნამის პრემიერმინისტრს და სხვა პოლიტიკოსებს შეხვდა.

აშშ-ის პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის გზებზე ისაუბრებენ.

ტრამპს და კიმს ჰანოიში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "მეტროპოლში" სადილიც ექნებათ, რომელსაც მათი თანაშემწეებიც დაესწრებიან.

შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება.

ტრამპმა ვიეტნამში ჩასვლის შემდეგ საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"ვიეტნამი ისე ყვავის, როგორც ძალიან ცოტა ადგილი დედამიწაზე. ჩრდილოეთ კორეასაც შეუძლია მსგავი შედეგის მიღწევა, და ძალიან სწრაფადაც, თუ დენუკლეარიზაცია მოხდება. პოტენციალი შესანიშნავია, დიდებული შესაძლებლობაა, ისეთი, როგორიც ისტორიაში არ ყოფილა, ჩემი მეგობრის, კიმ ჩენ ინისათვის. ჩვენ მალე გვეცოდინება - ძალიან საინტერესოა!"

 

"ცრუ ცნობები (ვარაუდები) ჩრდილოეთ კორეის მიმართ ჩემი განზრახვების შესახებ. კიმ ჩენ ინი და მე ყველანაირად შევეცდებით დენუკლეარიზაციის თემაზე რაიმე შევიმუშაოთ და შემდეგ ჩრდილოეთ კორეა ეკონომიკურად გავაძლიეროთ. მე მჯერა, რომ ჩინეთი, რუსეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა ძალიან დაგვეხმარებიან!"

 

 

კომენტარები