თბილისის ქუჩები, რომლებსაც 28 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 28 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, ორხევის დასახლების, ქიზიყის, ენუქიძის, მამისაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტვიშის, უშაკოვის, ყვარლის, ამირეჯიბის, მესხეთის, შალვა მშველიძის, მთისძირის, წალენჯიხის, მიქელაძის, გეზათის, მეტრომშენის, ტოლენჯის, რატილის და მეტეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ანაგის, გაგარინის, დარასელიას, კანდელაკის, შარტავას და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაჟა-ფშველას გამზირის (ნაწილობრივ), ძოწენიძის, გამრეკელის და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, ოჟიოს, მიროტაძის, კოსტავას, იოსელიანის, ახალშენის, ბალანჩივაძის და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები