ფოტოგრაფი რუდ ვუკოქსი მოცეკვავეების შესრულებით სურეალისტურ სურათებს იღებს.
მისი თქმით, ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეძებს მოცეკვავეებსა და ლოკაციებს, სადაც შეძლებს თავისი იდეები განახორციელოს.
"სამყაროში, რომელშიც მუდმივად ქაოსია გამეფებული, მე მომინდა მეჩვენებინა მშვენიერება და ჰარმონია, რომელიც ისეთი ადამიანების ჯგუფებში იქმნება, სადაც ყველა ფოკუსირებულია სიყვარულზე და არა სიძულვილზე. სურათების გადაღების შედეგად ვიღებ, აქამდე უნახავ ლამაზ სამყაროს - სამყაროს, რომელსაც არ აქვს ლიმიტები და შეზღუდვები", - ამბობს ფოტოგრაფი.