ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვება

ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა

დუბაის ტურნირის 1/8 ფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში მსოფლიოს მე-18 ჩოგანი და ამავე ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი სამ სეტში - 6:7, 6:4, 6:3 დაამარცხა.

აქამდე ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ გამარჯვება ბაუტისტამ მოიპოვა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარია, ამ შეხვედრაში გამარჯებით კი ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 75 170 დოლარი გამოიმუშავა.


ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ბორნა ჩორიჩსა და ტომას ბერდიხს შორის გამარჯვებული იქნება.

კომენტარები