მანჩესტერ სიტის ახალი სპონსორი

"მანჩესტერ სიტი" PUMA-სთან 65-მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს

"მანჩესტერ სიტი" და სპორტული ბრენდი PUMA თანამშრომლობას მომდევნო სეზონიდან დაიწყებენ. ამ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

მანჩესტერელები PUMA-სთან 10-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ. კლუბი სპონსორისგან წელიწადში 65 მილიონ გირვანქა სტერლინგს აიღებს. 

ამჟამად, "მანჩესტერ სიტის" სპონსორი Nike-ა, რომელთან კონტრაქტიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. ინგლისელები Nike-სგან წელიწადში 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს იღებენ.

კომენტარები