ცნობილი ადამიანები

"გვსურდა ადამიანებს სიყვარული დაენახათ" - ლედი გაგამ ჭორებს უპასუხა

ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის შესაძლო რომანზე, ინტერნეტ სივრცეში, ოსკარის ცერემონიაზე მათ მიერ შესრულებელული Shallow-ს შემდეგ აქტიურად იწერება.

მომხმარებლების დიდი ნაწილი თვლის, რომ გაგასა და კუპერს ერთმანეთი შეუყვარდათ.

ლედი გაგამ ჯიმი ქიმელთან სტუმრად ყოფნის დროს ჭორებს უპასუხა.

"გულწრფელად რომ ვთქვა, სოციალური მედია ინტერნეტის ტუალეტია, რაც მან პოპ კულტურას უქნა უკიდურესად საშინელებაა. ადამიანებმა სიყვარული დაინახეს და იცით რა? ჩვენც ეს გვინდოდა რომ დაენახათ. Shallow სასიყვარულო სიმღერაა, ფილმი Star is Born სასიყვარულო ისტორიაა", - თქვა ლედი გაგამ.

ლედი გაგას თქმით, მან და ბრედლი კუპერმა პერფორმანსისთვის მთელი კვირა იმუშავეს, რათა ის საუკეთესო გამოსულიყო.

"მე არტისტი ვარ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვიმუშავეთ და ყველა გაგასულელეთ", - თქვა ლედი გაგამ.

კომენტარები