საზღვაო ინციდენტი

მთვრალი რუსი კაპიტანი სატვირთო გემით სამხრეთ კორეაში ხიდს დაეჯახა

Fox

რუსული სატვირთო გემი სამხრეთ კორეაში ორდონიან ხიდს დაეჯახა. როგორც შემდეგ გაირკვა კაპიტანი მთვრალი იყო და კურსის შეცვლა გადაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან რადიოთი სასაზღვრო დაცვის გაფრთხილებები არ გაითვალისწინა, რადგან ინგლისური არ იცოდა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ხიდის ნაწილი უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს. 6,000 ტონიანი გემის დაჯახებამ ხიდის ქვედა ნაწილში 5 მეტრიანი ხვრელი გააჩინა.

ხიდთან დაჯახებამდე ერთი საათით ადრე რუსული სატვირთო გემი მახლობელ პორტში საკრუიზო გემსაც დაეჯახა.

კომენტარები