ხანძარი

ვაკის პარკის ტერიტორიაზე ხანძარს სავარაუდოდ II მსოფლიო ომის ვეტერანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვაკის პარკის ტერიტორიაზე, სამამულო ომის მუზეუმის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს სავარაუდოდ II მსოფლიო ომის ვეტერანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა 1918 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, კვამლის შედეგად გაიგუდა. ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. დაიწვა 20 კვ. მეტრის ფართობის ტერიტორია.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სამამულო ომის მუზეუმის მეორე სართულზე 1918 წელს დაბადებული, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ცხოვრობდა და სწორედ ის ემსხვერპლა ხანძარს.

კომენტარები