დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

მეუფე ანტონი: საპატრიარქო მზადაა დეკანოზის შესაწყალებლად, პატრიარქის პოზიცია დადებითია

shemoqmedi.ge

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონიმ დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში, მოინახულა.

როგორც მიტროპოლიტმა მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ვალდებული არიან დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე განიხილონ. მისივე თქმით, საპატრიარქო მზადაა ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნაზეც.

"ყველაფერზე არის საპატრიარქო მზად და მღვდელმთავრები ყველაფრისთვის ვართ მზად. დეკანოზი ძალიან ჯანსაღ და კარგ პოზიციაზე არის, აბსოლუტურად და თქვენც იხილავთ მალე, რომ ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ ის იქნება შეწყალებული, მოთხოვნა გაკეთდება, პრეზიდენტი, ვფიქრობ, რომ გადადგამს ამ ნაბიჯს. მამა გიორგი უდანაშაულოა თუ არ არის უდანაშაულო, მე ვთხლი, რომ იგი უდანაშაულოა. პატრიარქის პოზიცია არის დადებითი", - ამბობს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი.

შეგახსენებთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულებიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება-ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირდადამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

კომენტარები