ოჯახში ძალადობა

სასამართლომ ცოლისა და შვილის ცემისთვის კაცს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

www.geo.tv

ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებები გაიზარა.

"დადასტურდა, რომ 2019 წლის 30 იანვარს, ჩხოროწყუს რაიონში, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ.ზ.-მ თავის სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს - ა.ნ.-ს ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ა.ნ. წაიქცა. ამის შემდეგ გ.ზ.-მ ასევე ხელი დაარტყა არასრულწლოვან შვილს" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა გ.ზ. 2019 წლის 31 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა.

კომენტარები