საკეისრო კვეთა

არგენტინაში 11 წლის გაუპატიურების მსხვერპლს აბორტზე უარი უთხრეს

არგენტინაში, ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, გაუპატიურების შედეგად დაორსულებულ 11 წლის გოგოს საკეისრო კვეთის გაკეთება აიძულეს მას შემდეგ, რაც გოგო და მისი ოჯახი აბორტს კვირების განმავლობაში ითხოვდნენ. 

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გოგოს ორსულობა კვირების განმავლობაში გრძელდებოდა, ვიდრე ხელისუფლება პროცედურის ნებართვას გასცემდა. 

თუმცა, ჯანდაცვის უწყების ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გოგოს დედა თავდაპირველად ამბობდა, რომ მოუვლიდა ბავშვს და აბორტი ოფიციალურად მხოლოდ ამ კვირაში მოითხოვეს. 

ჯანდაცვის დეპარტამენტმა იპოვა ექიმი, რომელიც პროცედურას შეასრულებდა, მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ აბორტი გოგოს სიცოცხლისთვის საშიში იქნებოდა, ვინაიდან იგი 23 კვირის ორსული იყო. აბორტის ნაცვლად მან საკეისრო კვეთა გააკეთა. CNN-ის თანამშრომელი მედიის,TN-ის ინფორმაციით, ბავშვი ჰოსპიტალიზებულია და გადარჩენის მცირე შანსები აქვს.

ტუკუმანის პროვინციის ჯანდაცვის მინისტრმა, როსანა ჩაჰლამ თქვა, რომ აბორტი მხოლოდ ორშაბათს მოითხოვეს და ჯანდაცვის სისტემას აბორტი არ დაუყოვნებია. 

გასული კვირების განმავლობაში ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ასევე ეჭვქვეშ დააყენეს, ჰქონდა თუ არა გოგოს დედას აბოტის მოთხოვნის უფლება, ვინაიდან გოგო ბებიასთან ერთად ცხოვრობდა და პრობლემის გადასაჭრელად ოჯახური სასამართლოს ჩარევა მოითხოვეს. 

არგენტინაში აბორტი არალეგალურია, მაგრამ ამჟამინდელი კანონები უშვებს პროცედურას გაუპატიურების შემთხვევაში ან როცა დედის ჯანმრთელობა რისკის წინაშეა. თუ ქალი აბორტს სხვა შემთხვევაში გაიკეთებს, შესაძლოა დააპატიმრონ ოთხი წლით. გოგო მისი ბებიის პარტნიორმა გააუპატიურა. 

მოსამართლის მიერ გაცემული ნებართვის შემდეგ, პროცედურა Eva Peron Hospital-ში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სამედიცინო staff-მა უარი თქვა აბორტის ჩატარებაზე. 

აბორტის უფლებისთვის მებრძოლი აქტივისტები არგენტინაში ამბობენ, რომ ქვეყანაში გართულებულია ლეგალური აბორტების ჩატარებაც, რადგან ექიმები ხშირად უარს ამბობენ პროცედურის შესრულებაზე. 

Amnesty International -მა დაგმო სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების ქმედებები, რომლებმაც დააყოვნა აბორტი. აბორტი ლათინური ამერიკის ქვეყნებში ბოლო წლების განმავლობაში მწვავე დებატის საგანი იყო. არგენტინის უზენაესმა სასამართლომ  გაუპატიურების შემთხვევაში აბორტების დეკრიმინალიზაციის კანონი 2012 წელს მიიღო. გასულ წელს, ათასობით ხალხი გამოვიდა ქუჩაში კანონის წინააღმდეგ, რომელიც აბორტის 14 კვირის განმავლობაში გაკეთებას დასაშვებს გახდიდა. სენატმა უარი განაცხადა კანონის მიღებაზე, რასაც პროტესტები და დემონსტრანტების სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. აბორტი ლათინური ამერიკის მხოლოდ სამ ქვეყანაშია ლეგალური.  "ორდენის გარეშე ლეგალური აბორტის დაყოვნება არღვევს გოგოს ჯანმრთელობის უფლებას, მისი ავტონომიას, პრივატულობას, ინტიმურობას და იწვევს მის რევიქტიმიზაციას."- დაწერა არგენტინის ოფისის ჯგუფმა თვითერზე.

კომენტარები