თამბაქოს გაძვირება

სიგარეტის შემდეგ, შესაძლოა, გასახვევი თამბაქოც გაძვირდეს

თბილისის ფორუმი

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში გასახვევ თამბაქოზე აქციზის ფასი გაიზარდოს.

დეპუტატი ამბობს, რომ აქციზზე ფასის მატებით მოსახლეობა თამბაქოს ვეღარ მოიხმარს და ეს პირველ რიგში მათი ჯანმრთელობისთვის იქნება სასარგებლო. 

"არგუმენტები, რომ რა ქნას ღარიბმა მოსახლეობამ არ მიიღება, იმიტომ, რომ მათ სიღარიბეს განაპირობებს სწორედ ის, რომ მათ არ შეუძლიათ ეს ფული, ამ დამღუპველ ჩვევაზე დახარჯული ფული, რომლითაც შეუძლიათ უზარმაზარი ეკონომია მიიღონ, მოახმარონ თავიანთ თავებს და თავიანთი შვილების ჯანმრთელ კვებას და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებას", - ამბობს ზოიძე.

მან მთავრობას მოუწოდა დაასრულონ პროცედურები, რათა საქართველო შესაბამის კონვენციას შეურთდეს

კომენტარები