ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გივი სიხარულიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა "ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" გივი სიხარულიძეს სამინისტროს მადლობის სიგელი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჯილდო - "ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.