თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

Creative commons

4 მარტს თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ურიდიას, ქებურიას, სტურუას, ასათიანის, ცოტნე დადიანის, მახალდიანის, კიკნაძის, მიქატაძის, ჩხიკვაძის და მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ოჟიოს, 26 მაისის და მიროტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება",- აცხადებენ თელასში.

კომენტარები