საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ზურაბ აბაშიძეს მოუსმენენ

0 კომენტარი
ფოტო: agenda.ge

დღეს, 4 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას და პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს მოუსმენენ.

განხილვის თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, არაღიარების პოლიტიკა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, აბაშიძე-კარასინის ფორმატი და ამ თემებთან დაკავშირებული სხვა საკითხები იქნება.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა 12:00-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატში მორიგი შეხვედრა 27 თებერვალს გაიმართა. იმავე დღეს, გრიგორი კარასინმა ქართველი კოლეგები "შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობების" შესახებ გააფრთხილა. ზურაბ აბაშიძის შეფასებით, "კარასინის მუქარა საქართველოს მიმართ, სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები