კრიმინალი

ქუთაისში ავტოგასამართი სადგურების დაყაჩაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

0 კომენტარი

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული ვ.მ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით ფული - 130 ლარი გასტაცა.

"ამის შემდეგ ვ.მ., ასევე, დანის მუქარით, ყაჩაღურად თავს დაესხა გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქუთაისში დააკავეს. პოლიციამ ცივი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო" - აცხადებს შსს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები