აშშ

ალაბამას რამდენიმე ტორნადომ გადაუარა, დაღუპულია სულ მცირე 23 ადამიანი, მათ შორის ბავშვები

AP

აშშ-ის ალაბამას შტატში გუშინ სულ მცირე 2 ტორნადო დაფიქსირდა, რამაც შტატის მასშტაბით კატასტროფული ზარალი გამოიწვია. დაღუპულია 23 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

განადგურდა ათეულობით სახლი. ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით ზოგიერთ ადგილას შეღწევას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ და შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაღუპულების ოჯახებს ტვიტერზე მიუსამძიმრა:

"ალაბამას და მიმდებარე ტერიტორიების შესანიშნავ ხალხს: გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით. ტორნადოები და შტორმები ნამდვილად ძალიან საშიშია და შესაძლოა მეტიც გამოჩნდეს. დაღუპულების ოჯახებს და მეგობრებს, ასევე დაშავებულებს: ღმერთი დაგლოცავთ ყველას!"

ალაბამას შემდეგ ტორნადოებმა ფლორიდისა და ჯორჯიის შტატებში გადაინაცვლა. მათ მიერ გამოწვეული ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

შტორმის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 10,000-მდე მომხმარებელს.

კომენტარები