ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტრო: გადასახადებისთვის თავის არიდებისთვის 8 მეწარმეს ბრალი წარვუდგინეთ

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვემო ქართლში ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე 8 მეწარმეს ბრალი წარუდგინა. 

ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, რომელთა საქმიანობის სფეროს ხის მასალის, მათ შორის შეშის რეალიზაცია წარმოადგენდა, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, საქონლის რეალიზაციის პროცესში არ ახდენდნენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სასაქონლო ზედნადებების გაწერას. ამის ნაცვლად, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, განსახორციელებელი ოპერაციის შენიღბვის მიზნით, "საქონლის ვითომდა შიდა გადაზიდვის ზედნადებების გაწერას ახდენდნენ, ხოლო საქონლის რეალიზაციის შემდეგ, აღნიშნული ზედნადებების გაუქმებას". 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

კომენტარები