იეჰოვას მოწმეები რუსეთში

იეჰოვას მოწმეების თქმით რუსეთში დაკითხვისას ელექტროშოკით აწამეს

TASS

იეჰოვას მოწმეების თქმით რუსეთში, ქალაქ სურგუტში საგამოძიებო კომისიის ოფისში დაკითხვისას ისინი გააშიშვლეს, ცემეს და ელექტროშოკით აწამეს.

მსგავსი ბრალდება შვიდმა ადამიანმა წამოაყენა. მათგან სამი ამჟამად დაკავებულია. კომისიაში ბრალდებებს უარყოფენ, თუმცა რეგიონული კომისიის წარმომადგენლის თქმით მედიაში ბრალდებების გამოქვეყნების შემდეგ გაზრდილი საზოგადოებრივი ინტრესის გამო მათზე გამოძიება დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ რელიგიური ორგანიზაცია ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო. ამის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 80 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც რელიგიური ჯგუფის წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ქვეყანა დატოვა 175,000-მდე ადამიანმა.

მათ შორის, 7 თებერვალს ორიოლის ოლქში იეჰოვას მოწმეთა უხუცესი დენის კრისტენსენი "ექსტრემისტულ ქმედებებში" ბრალდებულად ცნეს და 6 წლით პატიმრობა შეუფარდეს.

კომენტარები