თბილისის ქუჩები, რომლებსაც 5 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Reuters

ხვალ, 5 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-III V მიკრორაიონის, ჯავახეთის, ბზითაგორის, თრიალეთის, კალოუბნის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, ორხევის დასახლების და ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, II კვარტლების, რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ორბელიანის მოედნის, კოლმეურნეობის მოედნის, დედაენის პარკის, მშრალი ხიდის ტერიტორიის, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიის, ათონელის, სანაპიროს, 9 აპრილის, ხიდის, თაბუკაშვილის, ნიშნიანიძის, სულხანიშვილის, ბარათაშვილის, გოგჩას, ჯორჯიაშვილის, ნადიკვარის, ფხოვის, ხაზინის, ფურცელაძის, ვეკუას, ჭანტურიას, ვაჩნაძის, პუშკინის, ხიდისთავის, მტკვრის, ტელეგრაფის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა მიკრორაიონების, ვიქტორ კუპრაძის და ლადო კოტეტიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას და ჯიქიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის, ოდიშელიძის, გაგარინის, იმედაშვილის, ისაკაძის, ჩერქეზიშვილის, სახოკიას, არდაზიანის, ოჩამჩირის, სოკრატ არშბას, ზემო ვეძისის, მგალობლიშვილის, დოლიძის, იოსელიანის, ბალანჩივაძის, ახალშენის, ბზვანელის და ჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის და ლესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები