ხაზარაძე პოლიტიკურ მომავალზე: პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის

ტაბულა

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემდეგ თქვა, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის.

ასე უპასუხა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა ის პოლიტიკაში მოვიდეს.

"არა, არა, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის", - თქვა ხაზარაძემ.

მან თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ იმაზე მეტს ვერაფერს იტყვის, რაზეც 4 საათის განმავლობაში კომიტეტზე საუბრობდა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, რომელსაც გაასაჯაროვებს, თუკი პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ხაზარაძე ამბობს, რომ გახარია მათგან ითხოვდა "რაღაცის შესრულებას", წინააღმდეგ შემთხვევაში, რეპუტაციული ზიანით ემუქრებოდა. ამასტან, ხაზარაძის თქმით, ეროვნული ბანკი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძისა, და მისი მოადგილის მეშვეობით მასა და ბადრი ჯაფარიძეს აშანტაჟებდა. გარდა ამისა, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ისაუბრა კოორდინირებული შეტევაზე ერთდროულად 4 უწყების მხრიდან და ამას საეჭვოდ დამთხვეული კიბერშეტევის შესახებ.

კომენტარები