მიწისძვრა

ქობულეთში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო

seismo.ge

ქობულეთში, დაახლოებით 20:21 საათზე, მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო.

ეპიცენტრი ქობულეთიდან 3 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ალამბარში იყო.

იმის გასარკვევად, არიან თუ არა დაშავებულები მიწისძვრის შედეგად, ტაბულა საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში ამობობენ, რომ ამის შესახებ მათთან შეტყობინება არ შესულა. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები