აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ჰილარი კლინტონი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

ჰილარი კლინტონი

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენება გამორიცხა, თუმცა თქვა, რომ პოლიტიკაზე საუბარს გააგრძელებს:

"კანდიდატურას არ წამოვაყენებ, მაგრამ გავაგრძელებს მუშაობას და საუბარს და იმის დაცვას, რისიც მჯერა. მინდა დარწმუნებული ვიყო რომ ხალხს ესმის - მე გავაგრძელებ ხმამაღლა საუბარს. მე არსად არ მივდივარ." თქვა მან News 12-თან ინტერვიუში.

მან ასევე თქვა, რომ არც გუბერნატორის, მერის ან რაიმე სხვა პოსტზე აპირებს კენჭისყრას.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კლინტონის ყოფილი თანაშემწეები ამბობდნენ, რომ მას თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა არჩევნებში კენჭისყრა. მანამდე ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ჰილარიმ თქვა, რომ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ სურდა, თუმცა პრეზიდენტობა უნდოდა.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატურა დემოკრატიული პარტიის უკვე არაერთმა წევრმა წამოაყენა, მათ შორის სენატორებმა კამალა ჰარისმა, ბერნი სანდერსმა და ელიზაბეტ უორენმა.

კომენტარები