Game of thrones

GOT-ის მსახიობები 1 წინადადებით ყვებიან, რა გამოწვევები აქვთ მათ პერსონაჟებს მე-8 სეზონში [PHOTO]

EW

HBO-ს საკულტო სერიალის Game of Thrones-ის მსახიობები და სცენარისტები Entertainment Weekly-ისთან სერიალის ბოლო სეზონზე საუბრობენ, რომლის პრემიერაც 14 აპრილს გაიმართება. 

EW სცენარისტსა და პროდიუსერს, დევიდ ბენიოფსა და დენ უაისს, ესაუბრნენ. 

"ჩვენ გვსურს, რომ ხალხს ძალიან მოეწონოს ბოლო სეზონი. ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ 11 წელი დავხარჯეთ ამის კეთებაში. ამასთან, ვიცით, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას გავაკეთებთ, თუნდაც ყველაზე ოპტიმალური დასასრული ჰქონდეს სერიალს, ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, ვინც შეგვიძულებს ნებისმიერი შესაძლო ფინალის შემთხვევაში. არ არსებობს დასასრული, რომელზეც ყველა იტყვის - "უნდა ვაღიარო, ვეთანხმები ყველა სხვა ადამიანს სამყაროში, რომ ეს არის იდეალური დასასრული". ეს შეუძლებელი რეალობაა, რომელიც არ არსებობს. მე უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ ეს Breaking Bad-ის ფინალის მსგავსი იქნება, სადაც ხალხი იმაზე კამათობს, იყო ეს დასასრული A კლასის, თუ A+ კლასის"- ამბობს უაისი. 

ბენიოფი, თავის მხრივ, ამატებს, რომ ისინი თავიდანვე ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა დამთავრებულიყო სატელევიზიო შოუ. 

"კარგი ამბავი არ იქნება კარგი ამბავი, თუ მას ცუდი დასასრული ექნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვღელავთ" - ამბობს ბენიოფი. 

Entartainment Weekly-მ მსახიობებს ფოტოები გადაუღო და თითოეულ მათგანს სთხოვა, ერთი წინადადებით ეთქვათ რამე მათი პერსონაჟის განვითარებაზე ბოლო, მე-8 სეზონში. 



სოფი ტერნერი: "ამ სეზონში სანსა ძალიან კმაყოფილია იმ გზით, რომლის გავლაც მას უწევს, რათა ლიდერად ჩამოყალიბდეს და ამ წელს მას ბევრი გამოწვევის გადატანა მოუწევს იმ ადამიანებისგან, ვინც ამას ემუქრება". 

მეიზი უილიამსი: "არიას პერსონაჟი ამ სეზონში ორად გაიხლიჩება. ერთი მხრივ, მას უნდა, რომ დაბრუნდეს წარსულში და აღადგინოს მისი ოჯახის მიამიტობისა და უდანაშაულობის ტრადიცია, მეორე მხრივ კი, მას თავისი საქმე არ დაუსრულებია". 



ლინა ჰიდი: "როგორც ყოველთვის, სერსეი გაებმება იმ მახეში, რომელიც თვითონვე გააბა". 



პიტერ დინკლეიჯი: "ტირიონი ცდილობს ამ მოლაპარაკებების შტორმში გაარკვიოს, ვინ არის ის სინამდვილეში". 

ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ: "ჯეიმი აირჩევს იმას, რისი სიმართლისაც სჯერა". 



ნატალი ემანუელი: "Grey Worm არის ის, რისთვისაც მას ცხოვრება უნდა. მათ აქვთ ეს სასიყვარულო კავშირი, რომელიც ბრძოლად ღირს". 



კონლით ჰილი: "ვარისი ეფექტურია, როგორც ყოველთვის". 



კიტ ჰარინგტონი: "სამყაროს დასასრული შეიძლება, მალე დადგეს, მაგრამ სამაგიეროდ, ჯონი ვიღაცაზეა შეყვარებული და იცის, ვინ არის თავად - შემდეგ კი მოდის ჩაქუჩი". 

ემილია კლარკი: "ძალიან ბევრი რამ არის, რაც დეინერისმა ნახა და შეიმეცნა და გამოიარა და დაკარგა და დაიტანჯა. ის ამისთვის მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მუშაობდა". 



ალფი ალენი: "არჩევანია გასაკეთებელი და გაერთიანებაც მოვა".



გუენდოლინ კრისტი: "ეს არის სეზონი, რომელშიც ბრიანას სქესს მართლა აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება. მას, როგორც თანასწორს, ისე მოექცევა ყველა".



რორი მაკკენი: "ქოფაკს ექნება შანსი, ებრძოლოს თავის ძმას და თვალი გაუსწოროს თავის დემონებს". 



ჰაფპორ ბიორნსონი: "..."



კარის ფონ ჰოუტენი: "მელისანდას ნამდვილად აქვს მისია". 



ჯეიკობ ანდერსონი: "ნებისმიერის გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა და ისინი ფრთხილად არიან". 



ლაიამ კანინგემი: "ეს არის ის, რასაც ხალხი წლებია, ელის". 



ჯონ ბრედლი: "სემი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს იმ ინფორმაციაზე, რომელიც მას აქვს, მაგრამ ამავდროულად იცის, რომ ჯონს ურჩევნია, ეს ამბავი სემისგან გაიგოს, ვიდრე ნებისმიერი სხვისგან". 



პილო აზბაეკი: "მას სურს, რომ 7 სამეფოს მეფე გახდეს, ამავდროულად ის სერსეის აშანტაჟებს".



ისააკ ჰემფსტიდ-რაითი: "ჩვენ წელს ცოტათი უფრო ბრძენ ბრანს ვნახავთ, რომელიც ნაკლებად გამოიყურება ისე, როგორც რობოტი". 



იან გლენი: "ჯორაჰს ძალიან ბევრი გამოწვევა ჰქონდა, რომელიც დენისთან იყო დაკავშირებული. ის ახლა იმაზე მეტად გამოიცდება, როგორც არასდროს".

კომენტარები