საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში ღვინის ბარს ხსნის. Kinky's Wine Bar-ი მანჩესტერში ივნისიდან იფუნქციონირებს.
"ქართულ ღვინოს მსოფლიოში არაფერი ჯობს. მასზე სასაუბროდ სიტყვები არ მყოფნის. ველოდები იმ მომენტს, როცა მანჩესტერელები ქართულ ღვინოს გასინჯავენ. იმედია, მალე აქ ოჯახთან ერთად ჩამოვალ", - განაცხადა ქინქლაძემ Manchester Evening News-თან საუბარში.
გიორგი ქინქლაძე მანჩესტერ სიტიში 1995-1998 წლებში თამაშობდა და ის დღემდე ადგილობრივების ერთ-ერთ საყვარელი ფეხბურთელია.