მაჟორიტარული არჩევნები

"ახლა პარლამენტში შესვლას არ ვაპირებ" - ღარიბაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარად კენჭს არ იყრის

საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს.

"არ შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს. ახლა პარლამენტში შესვლას არ ვაპირებ. არ ვაპირებ მთაწმინდაზე კენჭის ყრას. მე პარტიაში მოვედი, რათა გარკვეული როლი შევასრულო და წვლილი შევიტანო მის გაძლიერებაში“, - თქვა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს 5 მარტის გადაწყვეტილებით, ყოფილი პრემიერმინისტრი პარტიის პოლიტიკური მდივანი იქნება. ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი 2015 წლის 23 დეკემბერს დატოვა. მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ "თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო, ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერმინისტრის თანამდებობა".

მთაწმინდის ოლქი მაჟორიტარის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. შუალედური არჩევნები მაისის თვეში უნდა ჩატარდეს.

კომენტარები