ჩრდილოეთ კორეა

სატელიტური სურათების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო ბაზაზე მუშაობა განაახლა

0 კომენტარი
ფოტო: AFP

სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო ბაზაზე, რომლის გაუქმების პირობაც დადო, მუშაობა განაახლა. ცნობას სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურიც ადასტურებს.

სურათები რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტი ჰანოიში უშედეგოდ დასრულდა.

სოჰაეს ბაზა, რომელიც ჩინეთის საზღვართან, ტონგჩანგის პროვინციაში მდებარეობს, სატელიტების გასაშვებად და სარაკეტო ცდების ჩასატარებლად გამოიყენებოდა. ბაზის დაშლა გასულ წელს სინგაპურის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ დაიწყო.

ფოტო: Reuters

შეგახსენებთ, რომ ვიეტნამის დედაქალაქში ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტი 27-28 თებერვალს გაიმართა. მათ ნახევარკუნძულის განიარაღებისათვის სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სამიტის შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა იონბიონის ბირთვული კვლევის ცენტრის დახურვის სანაცვლოდ სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. მისი აზრით ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პროცესში საკმარისი პროგრესი არაა იმისათვის, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეის მოთხოვნებს დათანხმებოდა.

ამის შემდეგ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციებიც დაუწესდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები