საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტს სურს, ქუთაისის პარლამენტის შენობა საკონფერენციო ცენტრად გადაკეთდეს

0 კომენტარი
ფოტო: სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "საკონფერენციო ტურიზმის" ხელშეწყობის ინიციატივით გამოდის. როგორც მან პირველი ყოველწლიური მოხსენებისას თქვა, საკონფერენციო ცენტრად ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობა უნდა გამოიყენონ.

"ჩვენი ქვეყნის მიმართ შექმნილი მაღალი ინტერესის და მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საიმედო და სწრაფ განვითარებად მიმართულებას წარმოადგენს საკონფერენციო ტურიზმი, ამ კუთხით ქუთაისში პრაქტიკულად უკვე გვაქვს საერთაშორისო მასშტაბის საკონფერენციო ცენტრი, კერძოდ, ყოფილი პარლამენტის შენობა.

საკონფერენციო დანიშნულებისთვის მას არ სჭირდება რადიკალური ტრანსფორმაცია, ამავე დროს, ეს იქნება ყველაზე სწორი გზა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებითვის და ქუთაისის ინფრასტრუქტურა, აეროპორტი, რკინიგზა და ავტობანი აკმაყოფილებს ასეთი ცენტრისთვის ყველა საჭირო მოთხოვნას. წყალტუბოს სასტუმროთა ქსელი კი ბუნებრივად მიუერთდება ამ ახალ კომპლექსს და და საინვესტიციო მიმზიდველობასაც შეიძენს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავდა, ქუთაისის პარლამენტის 330 მილიონიან შენობაში შსს-ს მომსახურების ცენტრის ანალოგი განეთავსებინა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ეს იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი, სადაც სხვადასხვა საპოლიციო სერვისი იქნება გაერთიანებული.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთი დევდარიანი

კომენტარები