undefined

ქობულია: მართალი საქმის სამსახურს გავაგრძელებ მანამ, სანამ აქ ვარ

ტაბულა

ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა მან თანამდებობა დატოვოს, ჭორებს უწოდებს. 

ქობულიამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად თქვა, რომ მართალი საქმის სამსახურს აგრძელებს. 

"როგორც ხედავთ, აქ ვარ, ვაგრძელებ მუშაობას. მე ვემსახურები მართალ საქმეს და ვემსახურები ამ ქვეყნის საქმეს. ვვარაუდობ, რომ შესაძლებელია, ეს ვიღაცას არ მოეწონოს და ზუსტად ეს ხალხია, ვინც ყრის ამ ჭორებს. მაგრამ მე ამ სამუშაოს და მართალი საქმის სამსახურს გავაგრძელებ მანამ, სანამ აქ ვარ", - თქვა ქობულიამ. 

 

კომენტარები