დეპრესია

აშშ-ში მძიმე დეპრესიის სამკურნალოდ კეტამინზე დაფუძნებული წამალი დაუშვეს

0 კომენტარი
ესკეტამინი

ამერიკის საკვების და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ახალი დეპრესიის სამკურნალო საშუალება, ესკეტამინი დაამტკიცა. ცხვირში შესასხურებელი კეტამინზე დაფუძნებული წამალი პირველი სწრაფად მოქმედი ანტიდეპრესანტი იქნება. მას დაუნიშნავენ პაციენტებს, რომლებიც არ რეაგირებენ სხვა ანტიდეპრესანტებზე.

ძველი ანტიდეპრესანტებისგან განსხვავებით, ესკეტამინი (საბაზრო სახელწოდება სპრავატო) პაციენტის გუნება-განწყობას საათების განმავლობაში აუმჯობესებს მაშინ, როცა სხვა ხელმისაწვდომ ანტიდეპრესანტებს, თუ ისინი საერთოდ იმოქმედებენ, კვირები სჭირდება. 

ფარმაკოლოგიური კომპანია Janssen Pharmaceutica-ს მიერ სინთეზირებული ესკეტამინი განკუთვნილია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც უკვე ორი ანტიდეპრესანტი სცადეს და თავს უკეთ არ გრძნობენ. 

ესკეტამინი ტრადიციული ანტიდეპრესანტებისგან განსხვავებულად მუშაობს. ანტიდეპრესანტების უმეტესობა ტვინში უფრო ხელმისაწვდომს ხდის ნეიროტრანსმიტერ სეროტონინს და ამსუბუქებს დეპრესიის სიმპტომებს ზოგიერთ პაციენტებში. ესკეტამინი მოქმედებს სხვა ნივთიერებაზე, გლუტამატზე. ის თრგუნავს გლუტამატის რეცეპტორებს. 

FDA-ის განცხადების თანახმად, წამალი ხელმისაწვდომი იქნება კლინიკებში, სადაც ექიმებს პაციენტების მეთვალყურეობა შეუძლიათ, რადგან ეს ავადმოხმარების და გვერდითი მოვლენების რისკებს შეამცირებს.

მკურნალობა იაფი არ იქნება, ერთი სესიის ღირებულება 900$ იქნება. რეკომენდაციის თანახმად, კვირაში ორჯერ ესკეტამინის შეშხურებს შემთხვევაში, მკურნალობის კურსის ღირებულება $7000 იქნება. თუმცა, FDA-ს მიერ წამლის დამტკიცების შემდეგ, დიდი ალბათობით, ესკეტამინით მკურნალობას დაზღვევა დაფარავს და მას კეტამინზე ნაკლები გვერდითი მოვლენა იქნება, როგორებიცაა გულისრევა, პირღებინება და ძილიანობა. 

"ეს უდავოდ დიდი გარღვევაა. მაგრამ, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ წამლის შესახებ ბევრი რამ ჯერ არ ვიცით, განსაკუთრებით მისი გრძელვადიანი მოხმარების შედეგებზე. " - ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქიატრი ჯეფრი ლიბერმანი.

წამლის ფლაკონზე იქნება იარლიყი "შავი ყუთი", ყველაზე სერიოზული უსაფრთხოების გაფრთხილება, რომელსაც FDA გასცემს. იარლიყი გააფრთხილებს მომხმარებლებს, რომ მათ შესაძლოა განიცადონ სედაცია და ყურადღების და განსჯის პრობლემები. პაციენტებს, რომლებიც ესკეტამინს მიიღებენ, წამლის მიღებიდან ორი საათის განმავლობაში დააკვირდებიან.

1990-იან და 2000-იან წლებში კეტამინი რეკრეაციული, კლუბური ნარკოტიკი იყო, მას შესაზლოა ჰქონდეს ძლიერი ეფექტები, როგორებიცაა ჰალუცინაციები, გვირაბული მხედველობა და დისოციაციური ეფექტები, რაც ადამიანს თავს გარემოსგან მოწყვეტილად აგრძნობინებს. 

Icahn School of Medicine-ის დეკანმა, დენის ჩარნიმ, რომელიც ესკეტამინის პატენტის მფლობელია, ბევრი კვლევა ჩაატარა, რათა ეჩვენებინა, რომ კეტამინი ეფექტური წამალი იყო. 2000-იან წლებში, მან თანამშრომლებთან ერთად გამოაქვეყნა პირველი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ინტრავენური კეტამინი დეპრესიის სიმპტომებს ხსნის. მას შემდეგ რაც მან დეპრესიით დაავადებულ პაციენტებს ინტრავენური კეტამინი შეუყვანა, მათი მდგომარეობა რამდენიმე საათში გაუმჯობესდა.  

FDA-ს კომისიამ კეტამინის დასაშვებად კენჭი თებერვალში იყარა. კეტამინის დაშვებას მხარი 16-დან 14-მა წევრმა დაუჭირა. კიმ უიტცაკი, რომელიც კომისიაში მომხმარებლებს წარმოადგენდა, ხმა წინააღმდეგ მისცა, ვინაიდან მისი თქმით, კეტამინის ეფექტურობაზე კლინიკური კვლევების არასაკმარისი რაოდენობაა ჩატარებული. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები