თიბისი ბანკის საქმე

ქადაგიძე: მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას TBC-ის საქმეზე

medianews.ge

"საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას სადაც ყველა მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები გააკეთებენ განმარტებებს და უზრუნველყოფენ პროცესის სრულ გამჭვირვალობას," - დაწერა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საკუთარ facebook გვერდზე.

TBC ბანკის საქმეზე ქადაგიძე პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა, რაზეც მან უარი თქვა.

"საქმის მასშტაბის და ლეგიტიმური საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გადავწყვიტე, არა პროკურატურაში გამოკითხვის გზით არამედ პირდაპირ სასამართლოში საჯაროდ მივცე ჩვენება,"- თქვა ქადაგიძემ. ის ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურებს იმ წლებში ხელმძღვანელობდა, როდესაც ბანკმა სადავო ტრანზაქცია განახორციელა.

საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივა პარტია ევროპულმა საქართველომ დააყენა. მის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

კომენტარები