სირია

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ISIS-ის უკანასკნელი ქალაქიდან გამოქცეული 400-მდე მებრძოლი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: AFP

სირიაში აშშ-ის მოკავშირე სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ქალაქიდან გამოქცეული 400-მდე მებრძოლი დააკავეს.

სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურის თქმით ჯიჰადისტები ქალაქ ბაღუზიდან კონტრაბანდისტებთან ერთად ღამით გაპარვას ცდილობდნენ.

მიმდინარე კვირას ქალაქიდან 8,000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს. ასევე მოხერხდა სირიის დემოკრატიული ძალების 5 ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლის გათავისუფლებაც. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ დატყვევებული სხვა ადამიანების ბედი ამ დრომდე უცნობია. მათ შორის არიან იტალიელი მღვდელი და ლიბანელი ჟურნალისტი.

ბაღუზის ასაღებად შეტევა გასულ პარასკევს დაიწყო. ამ დროისათვის მიაჩნიათ, რომ ქალაქში მხოლოდ ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან დარჩენილი, რის გამოც საჰაერო დარტყმებიც განახორციელეს.

შეგახსენებთ, რომ ქალაქზე შეტევა დროებით შეჩერებული იყო, რადგან ტერორისტული დაჯგუფების წევრები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ, მათ შორის საკუთარ ცოლებს და შვილებს.

სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერების თქმით ტერორისტულ დაჯგუფებასთან ბრძოლა ქალაქის აღებით არ დამთავრდება და ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაჯგუფების შემორჩენილ ნაწილებს გაანადგურებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები