კინო

ჯონ ტოლკინის შესახებ გადაღებული ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა [VIDEO]

Fox Searchligh Pictures-მა ბრიტანელი მწერლის, ჯონ რ. რ. ტოლკინის, შესახებ გადაღებული ფილმის "ტოლკინი" პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. 

"ჰობიტისა" და "ბეჭდების მბრძანებლის" ავტორზე გადაღებული ფილმში მთავარ როლს ნიკოლას ჰოულტი ასრულებს. ფილმი დანიელმა რეჟისორმა დომ კარუკოსკიმ გადაიღო. 


ფილმი მწერლის სკოლის ასაკის წლებს, მის მომავალ ცოლთან შეხვედრასა და პირველ მსოფლიო ომში მის მსახურებას ეხება. გამოქვეყნებულ ტრეილერში ბევრი კადრია "ბეჭდების მბრძანებლის" ეკრანიზაციიდან გამოყენებული. 

ფილმის "ტოლკინი" მსოფლიო პრემიერა 3 მაისს შედგება.

ფანტასტიკის ჟანრის გამორჩეული მწერალი 1973 წელს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კომენტარები