რუსეთი

რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც მთავრობის ონლაინ "შეურაცხყოფას" კრძალავს

0 კომენტარი
ფოტო: newsweek.com

რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც იმ პირებისათვის, ვინც მთავრობას და ოფიციალურ პირებს ონლაინ "შეურაცხყოფს", პატიმრობას ითვალისწინებს.

კანონის მიხედვით შეურაცხმყოფელი პოსტებისათვის, რომლებიც "საზოგადოების, ქვეყნის, რუსეთის, ოფიციალური სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლებისადმი უპატივცემულობას" შეიცავს, პირს შესაძლოა 100,000 რუბლამდე ჯარიმა დაეკოსროს, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგი ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა მიესაჯოს.

კანონპროექტის მოწინაარმდეგეები ამბობდნენ, რომ ის იმდენად ბუნდოვანია, რომ მისი ამოქმედების შემთხვევაში შესაძლოა მთავრობის ნებისმიერი სახის კრიტიკა დასჯადი გახდეს.

პარლამენტმა კიდევ ერთი კანონპროექტიც დაამტკიცა, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს დაბოლკოს ვებგვერდები, რომლებიც "შეურაცხმყოფელ მასალას" ან "ცრუ ინფორმაციას" ავრცელებს. კანონპროექტის ავტორი ამბობს, რომ ის დამოუკიდებელი და ოპოზიციური ვებგვერდების ჩასახშობად არ გამოიყენება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში პუტინის რეიტინგი 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა და 33%-ია. მისი პოპულარობის დაცემა დიდწილად საპენსიო ასაკის ზრდის რეფორმამ გამოიწვია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები