ზღვის ბიოლოგია

აღმოაჩინეს ზღვის ცხოველი, რომელსაც გარდამავალი ანუსი აქვს

Mnemiopsis leidyi (სავარცხლურა)

მეცნიერები გადააწყდნენ მედუზის მსგავს ცხოველს, რომელსაც უცნაური უნარი აქვს, მისი ანუსი ყალიბდება მხოლოდ მაშინ, როცა მას დეფეკაცია სჭირდება და შემდეგ უკვალოდ ქრება. 

"ეს მართლაც უცნაური აღმოჩენაა. გარდამავალი ანუსის არსებობის მტკიცებულებას სხვა ცხოველებში არ გადავწყდომივარ."- ამბობს სიდნი ტემი, მასაჩუსეთსის ზღვის ბიოლოგიის ლაბორატორიის თანამშრომელი.  

ზოგიერთ მარტივ ცხოველებში, როგორებიცაა მედუზები, საჭმლის მომნელებელ სისტემას მხოლოდ ერთი ხვრელი აქვს, რომელიც ერთდროულად მოქმედებს როგორც პირი და როგორც ანუსი. ისინი საკვებს იმავე არხიდან იღებენ, საიდანაც გამოჰყოფენ.  

1850-იანი წლებიდან ზღვის ბიოლოგებისთვის ცნობილია ზღვის უხერხემლო ცხოველთა კლასი, სავარცხლურები, რომლებიც გარეგნულად მედუზებს ჰგვანან, თუმცა, დამოუკიდებელ ჯგუფს მიეკუთვნებიან განცალკევებული პირით და ანუსით. 

როცა სიდნი ტემმა შეისწავლა ერთ-ერთი ასეთი არსება, Mnemiopsis leidyi,  მან მისი ანუსი ვერ იპოვა. ცოტა ხნის შემდეგ კი მან შეამჩნია, რომ ზღვის ცხოველს ხვრელი დეფეკაციისას უყალიბდებოდა, რომელიც სხვა დროს უხილავი იყო როგორც შეუიარაღებელი თვალით, ასევე მიკრისკოპით. მეცნიერს მიაჩნია, რომ გარდამავალი ანუსი, ევოლუციის შუალედურ ეტაპაბს წარმოადგენს. 

კომენტარები