Marvel

Marvel-მა, შესაძლოა, ფანებს ახალი სუპერგმირი წარუდინოს, რომელიც ღიად გეი იქნება

0 კომენტარი

Marvel-ი ეძებს მსახიობს, რომელიც ახალ ფილმში გეი სუპერგმირის როლს მოირგებს, - ამის შესახებ VICE წერს.

The Eternals(მარადიულები)- ასე ჰქვია ფილმს, რომელიც სავარაუდოდ 2020 წელს გამოვა. 

კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ როლზე 30-დან 40 წლამდე მსახიობი განიხილება. ისინი ამბობენ რომ მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი იქნება მსახიობი, მთავარია, რომ ის იყოს გეი და მისი ორიენტაციის შესახებ ცნობილი იყოს. 

მედიის ცნობით, The Eternals-ის ორიგანალურ ვერსიაში ყველა პერსონაჟი ჰეტეროსექსუალი იყო, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია დაამატებენ თუ არა ავტორები ახალ პერსონაჟს, თუ რომელიმე ძველს შეუცვლიან ორიენტაციას.

ქვიარ პერსონაჟები Marvel-ს აქამდეც ჰყოლია. პირველი ასეთი პერსონაჟი ჟან-პოლ ბაბიეს სუპერგმირი იყო, ცნობილი, როგორც პოლარული ვარსკვლავი.

მედია წერს, რომ Marvel Studios-ს პრეზიდენტმა კევინ ფაიგიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სტუდია ამჟამად ისეთ სცენარზე მუშაობს, რომელიც Marvel-ის კინოსამყაროში ქვიარ თემატიკას შეიტანს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთი დევდარიანი

კომენტარები