ორმხრივი სროლა გლდანში

გლდანში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს დაესხნენ, მიმალვისთვის კი მძევალი აიყვანეს

რუსთავი 2

გლდანის მე-6 მიკრორაიონში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხნენ.

იყო ორმხრივი სროლა. გავრცელებული ინფორმაციით, სამმა ნიღბიანმა პოლიციის მისამართით ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ მათ მიმალვა მძევლის აყვანის შედეგად შეძლეს. 

თუმცა, უწყებაში ტაბულასთან ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მძევალი გათვისუფლებულია

თავდამსხმელები დაკავებულები არ არიან. 

შსს არ ადასტურებს ბანკიდან თანხის წაღების ფაქტს. 

დაზიანებულია დაცვის პოლიციის ავტომობილი, ასევე ახლოს გაჩერებული რამდენიმე მანქანა, ნატყვიარები ეტყობა რამდენიმე მაღაზიას. 

უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე - ყაჩაღობის, 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით დაიწყო.

"შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის შესახამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები". 

კომენტარები