SpaceX

SpaceX-ის კაფსულა "Dragon" საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან წარმატებით დაეშვა

SpaceX

SpaceX-ის ახალი კაფსულა სახელად "Dragon", რომელიც Falcon 9 რაკეტით კვირას გაუშვეს, კოსმოსში 6-დღიანი მოგზაურობის შემდეგ დედამიწაზე წარმატებულად დაეშვა.

კაფსულით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტრონავტებს 180 კგ-ის მარაგი მიაწოდეს. კაფსულაში იყო მოთავსებული მანეკენი სახელად რიპლი, რომელსაც ისე ჰქონდა სენსორები მორგებული, როგორც ნამდვილ ასტრონავტს. რიპლი კაფსულასთან ერთად უვნებლად დაბრუნდა. მან თან დაზიანებული აპარატურა ჩამოიტანა, რომელსაც შეაკეთებენ და უკან გააგზავნიან.

დაშვებისას მან რამდენიმე პარაშუტი გახსნა და ატლანტის ოკეანეში ჩაეშვა.

NASA-ს წარმომადგენლების თქმით კაფსულას ხმელეთზე დააბრუნებენ და ახალი მისიებისთის გამოიყენებენ, მას შემდეგ, რაც ის ივნისში საბოლოო გამოცდას გაივლის. კაფსულით კოსმონავტების გაგზავნა კი ივლისში იგეგმება. მათი თქმით ეს რაკეტები და კაფსულები დაასრულებს რუსეთზე დამოკიდებულებას, რათა NASA-მ კოსმოსურ სადგურზე კოსმონავტები გაუშვას. ნასა კოსმონავტებს დამოუკიდებლად მას შემდეგ ვეღარ უშვებს, რაც 2011 წელს ბოლო Space Shuttle-მა მოქმედება შეწყვიტა. SpaceX-ის გარდა მსგავს ტექნოლოგიას Boeing-იც ავითარებს.

კომენტარები