ვითარება საავტომობილო გზებზე

10 მარტს ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

თბილისის მერია

ხვალ, 10 მარტს დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერია ამის მიზეზად ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასახელებს.

უწყების ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარები