ხანძარი

აშშ-ის ქალაქ ქოლის სახანძრო სამსახური: ეკლესია დაიწვა, ბიბლია და ჯვრები კი არც დაზიანებულა

ქალაქ ქოლის სახანძრო დეპარტამენტი

როდესაც მეხანძრეები დასავლეთ ვირჯინიაში, ერთ-ერთ ქალაქში, ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მივიდნენ, ნანახით გაოგნებულები დარჩნენ - როგორც ისინი უწოდებენ, დამანგრეველი ხანძრის შედეგად ყველაფერი ფერფლად უნდა ქცეულიყო, თუმცა ასე არ მოხდა - ცეცხლი არც ერთ ბიბლიას არ მიეკარა და არც ერთი ჯვარი დაზიანდა. 

ამის შესახებ ქალაქის სახანძრო დეპარტამენტმა ფეისბუქზეც დაწერა: 

"3 მარტს, ღამით, 12:58 წუთზე შემოვიდა შეტყობინება, რომ გრანდვიუ WV-ში ეკლესიას დახმარება სჭირდებოდა. იღბალი ჩვენს მხარეს არ ყოფილა, თუმცა ღმერთი - იყო. ამ ფოტოს გადაღების დროს შენობაში ისე ცხელოდა, მეხანძრეებს უკან დახევაც მოუწიათ. მათი აზრით, ყველაფერი უნდა დამწვარიყო და ფერფლად ქცეულიყო. არც ერთი ბიბლია დამწვარა და არც ერთი ჯვარი დაზიანებულა. არც ერთი მეხანძრე დაშავებულა" - წერია ფეისბუქზე. 

 

კომენტარები