მაიკლ ჯექსონი

უდანაშაულოა - ლონდონში მაიკლ ჯექსონის მხარდამჭერი პოსტერები გამოჩნდა

0 კომენტარი
ფოტო: ჰაბიბ აკანდე

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში დოკუმენტური ფილმი Leaving Neverland აჩვენეს, ლონდონის ავტობუსებზე პოსტერები გამოჩნდა, რომელიც მაიკლ ჯექსონის უდანაშაულობას ამტკიცებს. 

4-საათიანი ფილმი გაერთიანებულ სამეფოში 2 ნაწილად გამოვიდა. მასში ორი ბიჭი, უეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩაქი მაიკლ ჯექსონის მხრიდან მათ მიმართ სექსუალურ დანაშაულებზე საუბრობს. მათი თქმით, ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა მაშინ, როცა ისინი ბავშვები იყვნენ. 

ფილმი HBO-მ მოამზადა. ის თავდაპირველად იანვარში, სანდენსის კინოფესტივალზე აჩვენეს. მაშინ მუსიკოსის ოჯახმა თქვა, რომ ეს ჯექსონის საჯაროდ ლინჩის წესით გასამართლებაა. ამის გამო მათ HBO-ს სასამართლოშიც უჩივლეს. 

ლონდონის პოსტერები ორი სხვადასხვა დიზაინისაა. ერთ მათგანზე ჯექსონის შავ-თეთრი ფოტოა და სიტყვა - "უდანაშაულო"აწერია. პოსტერზე ასევე წერია: "ფაქტები არა, ადამიანები იტყუებიან". 

მეორე პოსტერზე ჰეშთეგია #MJINNOCENT​ - მაიკლ ჯექსონი უდანაშაულოა. 

ანიკა კოტეჩამ, 34 წლის იურისტმა, რომელიც კამპანიას ხელმძღვანელობს, CNN-ს უთხრა, რომ მსგავსი პოსტერები აშშ-სა და ნიდერლანდებშიც გამოჩნდება. 

"ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ ბრალდებები სხვა არაფერია, თუ არა ტყუილი. ჩვენ გვსურდა, რომ ეს მესიჯი საზოგადოებამდე მიგვეტანა", - თქვა მან. 

ვრცლად ფილმზე წაიკითხეთ აქ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები