თურქეთი-რუსეთი-სირია

თურქეთი და რუსეთი სირიაში, იდლიბის პროვინციაში ერთობლივ პატრულირებას ჩაატარებენ

თურქეთის და რუსეთის თავდაცვის მინისტრები,ჰულუსი აკარი და ერგეი შოუგუ
Al Jazeera

თურქეთი და რუსეთი სირიაში, იდლიბის პროვინციაში ერთობლივ პატრულირებას მოახდენენ.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპერაცია, რომელიც გასული წლის სექტემბერში მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარეობს, მიზნად ისახავს სირიის მთავრობის მხრიდან იდლიბზე თავდასხმის პრევენციას, სადაც დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

იდლიბის პროვინცია უკანასკნელი დიდი ტერიტორიაა, რომელიც ჯერაც სირიელ ამბოხებულებს აქვთ დაკავებული და ჰაიეტ ტჰაირ ალ შამი აკონტროლებს, რომელიც წარსულში ალ ქაიდასთან იყო დაკავშირებული. 

ზემოთ ხსენებული შეთანხმების მიხედვით, რუსული ჯარები იპატრულირებენ ამბოხებულთა მიერ დაკავებული ტერიტორიების მიმდებარედ, თურქული სამხედროები კი - დემილიტარიზებულ ზონაში. 

"ამ დრომდე არსებობდა შეზღუდვები იდლიბისა და აფრინის რეგიონების საჰარეო სივრცის გამოყენებაზე, მაგრამ ეს შეზღუდვები უკვე მოხსნილია. ჩვენი თანამშრომლობა რუსეთთან გაუმჯობესდა. ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან  გადადგმულ ნაბიჯს ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით", - თქვა აკარმა

კომენტარები