ირანი

ირანში წყვილი საჯაროდ ხელის თხოვნის გამო დააკავეს - ვიდეო

0 კომენტარი

ირანში წყვილი საჯაროდ ხელის თხოვნის გამო დააკავეს. ამის შესახებ BBC წერს. 

მედიის ინფორმაციით, ქალაქ არაკის ერთერთ სავაჭრო ცენტრში ახალგაზრდა კაცმა შეყვარებულს ხელი საჯაროდ თხოვა, რასაც მათ გარშემო მყოფი ხალხი აპლოდისმენტებით და შეძახილებით შეხვდა. თუმცა, ამის მერე სამართალდამცველებმა წყვილი დააკავა. 

პოლიციელების თქმით, წყვილი ისლამის წესების დარღვევის გამო დააკავეს. სამართალდამცველების თქმით, მათი დაკავების მოთხოვნით პოლიციას ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა.

შეყვარებულები რამდენიმედღიანი პატიმრობის შემდეგ თავდებით გაათავისუფლეს.

ეს დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. ირანში მსგავსი ქმედება სასტიკად აკრძალულია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები