კრიმინალი

სარკინიგზო ლიანდაგიდან დეტალების ქურდობის და ძარცვის მცდელობისთვის 1 პირი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისში სარკინიგზო ლიანდაგიდან დეტალების ქურდობის და ძარცვის მცდელობის ფაქტებზე, 1980 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეული-კაზრეთის რკინიგზის სოფელ ჭაპალის მონაკვეთზე ლიანდაგიდან დეტალების მოპარვას ცდილობდა, რა დროსაც ის ამავე ტერიტორიაზე მომუშავე რკინიგზის თანამშრომელმა - რ.ა.-მ შენიშნა. ე.ა.-მ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ნაძარცვი დეტალებით მიმალვას აპირებდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს", - აღნიშნავენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ნაძარცვი დეტალები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გარდა ამისა, შსს-ში აღნიშნავენ, რომ დადგინდა დაკავებულის კიდევ ერთი დანაშაული.

"დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს მარნეული-კაზრეთის რკინიგზის 27-ე კილომეტრიდან ლიანდაგის დეტალები მოიპარა", - აღნიშნავენ უწყებაში.

გამოძიება ძალადობით ჩადენილ ძარცვის მცდელობის და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები