სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: შემინდეთ და მომიტევეთ და რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მედიის კითხვებს არ უპასუხა. ჟურნალისტებს, მათ შორის, თიბისი ბანკის საქმეზე აინტერესებდათ სალომე ზურაბიშვილის აზრი.

პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც შენდობის დღის აღსანიშნავი წირვა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა.

"შემინდეთ და მომიტევეთ და რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ", - უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა და ტერიტორია დატოვა.

კომენტარები