ჩრდილოეთ კორეაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
როგორც წესი საარჩევნო აქტივობა 100%-ია. სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში არჩევანი დარეგისტრირებული ამომრჩევლების 57-მა პროცენტმა უკვე გააკეთა.
არჩევნები ფორმალურია, რადგან თითოეული რაიონიდან პარლამენტში მოსახვედრად ერთი კანდიდატია წარდგენილი, რომელიც მმართველი პარტიის წევრია.
არჩევნების დღე, ქვეყნის ზეიმად ითვლება. ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ყვავილებით ხელში დადიან ქუჩებში და საარჩევნო უბნიდან გამოსულ ხალხს მხიარულ განწყობას უზიარებენ.
მიიჩნევა, რომ ჩრდილოეთ კორეის სახალხო კრება უზენაესი ორგანოა, თუმცა ის წელიწადში მხოლოდ ორჯერ იკრიბება იმისთვის, რომ ქვეყნის ლიდერის მიღებული გადაწყვეტილებების რატიფიცირება მოახდინოს.