ველური ბუნების ფოტოგრაფია

Instagram-ზე 100 000 000 გამომწერის აღსანიშნავად, NatGeo-მ ფოტოკონკურსი გამოაცხადა [ფოტოები]

National Geographic-ს Instagram-ზე უკვე 100 000 000 გამომწერი ჰყავს და ამის აღსანიშნავად მათ 24-საათიანი ფოტო კონკურსი მოაწყვეს. 

კონკურსში მონაწილეობის სურვილი 94 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. National Geographic-ს პრიზად ტანზანიაში მოგზაურობა ჰქონდა დაწესებული. 

მომხმარებლებს სთხოვეს, გამოექვეყნებინათ ფოტო, რომელიც მატ National Geographic-ის გავლენით გადაიღეს, ჰეშთეგით #natgeo100contest. კონკურსის ფინალისტები ჟურნალმა თავის Instagram-გვერდზე გამოაქვეყნა და გამარჯვებული ლაიქების რაოდენობით გამოავლინა. 

გამარჯვებული ველური ბუნების ფოტოგრაფი კეტან ხამბჰატა გახდა ფოტოთი, რომელზეც ჩანს, როგორ მიდიან ზებრები ნიანგებზე სანადიროდ. ფოტო, რომელიც კენიაშია გადაღებული, ჟურნალმა ფინალისტებს შორის თავისი დინამიურობის გამო შეარჩია და კიდევ ფოტოგრაფის უნარის, დაეჭირა ასეთი არაჩვეულებრივი კადრი. 


დაათვალიერეთ სხვა ფინალისტების ფოტოებიც, რომლებიც ჟურნალტმა 94 000 ფოტოდან შეარჩია:

კომენტარები